საქართველოს ნაკრების წარმატება გოგონათა ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაში

გიზიარებთ ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წარმატებას!

საქართველოს ნაკრების წევრებმა ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ტურნირის შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ქეთა ციმაკურიძე, ნინო ჩხაიძე და გვანცა ხვედელიძე კომაროვის სკოლის, თეო კაკაბაძე- მწვანე სკოლის მოსწავლეები არიან.

ქეთევან ციმაკურიძე - ოქროს მედალი და მეორე ადგილი;

ნინო ჩხაიძე - ვერცხლის მედალი;

თეო კაკაბაძე - ვერცხლის მედალი;

გვანცა ხვედელიძე - ბრინჯაოს მედალი.

ნაკრების ლიდერი - გოჩა მანდარია, თანალიდერი - ზაზა გამეზარდაშვილი.

ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში წელს შვედეთში გაიმართა და მასში 52 სახელმწიფოს 190-მდე  მოსწავლე მონაწილეობდა.

ქეთა ციმაკურიძემ  რეიტინგით მეორე შედეგი აჩვენა. მასთან ინტერვიუს, როგორც 2022 წლის აბსოლუტურ ჩემპიონთან,  ოლიმპიადის ორგანიზატორები გვთავაზობენ - https://rb.gy/bae08

ოლიმპიადაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებსა და თითოეულ მათგანს სამომავლოდ არაერთ წარმატებას უსურვებს!

 


ზემოთ